„ჩვენ ვართ ერთი ოჯახი“, – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ჰელსინკიში გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
წელიწადნახევრიანი განშორების შემდეგ არჩევნების მეორე ტურისთვის გაერთიანებაზე ყოფილმა და მოქმედმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ისაუბრეს და საერთო სამოქმედო გეგმაზე შეჯერდნენ.
სააკაშვილი-უგულავას შეხვედრას პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა.