ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების გადაფარვის მცდელობად აფასებს ოპოზიცია პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის გახსნას. ხელისუფლების ოპონენტები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ.
საპირისპიროა მმართველი ძალის წარმომადგენლების შეფასებები. ისინი გამოძიების დასრულებას ელოდებიან.
საკითხს დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიც გამოეხმაურა.