მამუკა ხაზარაძის განცხადებებს, ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით, დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხაზარაძეს შეეძლო, მისი პრეტენზიები აქამდე გაესაჯაროებინა და გაესჩივრებინა. საუბარია ხაზარაძის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე წლის წინ, ბიზნესზე ზეწოლას მმართველი გუნდის ლიდერი ახორციელებდა.
ხაზარაძის განცხადებით, მასსა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის დავაში ბიძინა ივანიშვილი ჩაერია, რის შემდეგაც ხაზარაძემ საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი გაიტანა.