არის თუ არა ქვეყანაში ბიზნესზე ზეწოლა. მამუკა ხაზარაძის განცხადებები მმართველ გუნდს კონტრშეკითხვებსა და საპირისპირო ბრალდებებს უჩენს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ თუკი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი წლების წინ ზეწოლას განიცდიდა, რატომ არ მიმართა საგამოძიებო უწყებასა და რატომ დაიწყო თემაზე საუბარი მას შემდეგ, რაც პოლიტიკურად გააქტიურდა.
შეგახსენებთ, ხაზარაძის თქმით, 3 წლის წინ მასსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის დავაში მმართველი გუნდის ლიდერი ჩაერია, რის შემდეგაც ხაზარაძემ საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი უკან გაიტანა.