ქალაქ ლიეჟში გამართულ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრას თბილისში აფასებენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თანამოაზრეებთან ერთად ალტერნატიული მთავრობის შექმნის იდეაზე მსჯელობდა.
როდის აპირებს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი საქართველოში ჩამოსვლას, – პირველი არხის ეს შეკითხვა სააკაშვილმა უპასუხოდ დატოვა და ამ თემაზე მხოლოდ ტრიბუნიდან ისაუბრა.
თემის დეტალები „მოამბეში“.