ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლების ფოტოებით თბილისში ბილბორდებზე სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები გააკრეს. ვინ არის პლაკატების გაკვრის დამკვეთი, ამ ეტაპზე უცნობია.
ბილბორდზე წითლად შეღებილ ფონზე გამოსახულია მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, გიორგი გახარიას, გუბაზ სანიკიძის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიგა ბოკერიას, ნიკა გვარამიასა და ნოდარ მელაძის ფოტოები. აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.