ჩაუდგება თუ არა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი მესამე პრეზიდენტის პარტიას სათავეში – გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას სთავაზობს, პარტიის წევრები არ ადასტურებენ. შეთავაზებას და ამ საკითხზე რაიმე კონსულტაციებს უარყოფს თავად მარგველაშვილიც, რომელმაც დღეს მხოლოდ მედიის გარკვეული ნაწილის შეკითხვებს უპასუხა.
მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მწვავე კრიტიკის შემდეგ ბოლო წლებში ექს-პრეზიდენტის და ყოფილი მმართველი პარტიის გზები და პოზიციები საკმაოდ დაახლოვდა, მარგველაშვილის მიერ „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის პოსტის შესაძლო დაკავებას სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციაც. გასხვავებით მმართველი გუნდისგან, რომელიც მოქმედ თავმჯდომარეს მხოლოდ ფორმალურ ხელმძვანელად მიიჩნევს. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში შიდა განხეთქილებაა.