საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „შეცვალეს“ საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
შეკრებილებმა ადგილზე წითელი საღებავები მიიტანეს და მიმდებარე ტერიტორიაზე მისი კვალი დატოვეს. როგორც აცხადებენ, მათ ამ ფორმით გიორგი გახარიას 20 ივნისის მოვლენები შეახსენეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.