სამთავისის საკათედრო ტაძართან მისასვლელი ბილიკის მოსაწყობად დაწყებული სამუშაოები ჩერდება.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სამუშაოები უწყებასთან შეუთანხმებლად და ძეგლზე უხეშ ჩარევად გამოაცხადა. სამთავისის და კასპის ეპარქიაში არ უარყოფენ, რომ ნებართვის გარეშე ბილიკის მოწყობა შეცდომა იყო. სააგენტო ბილიკის გაყვანის ახალი პროექტის მომზადებას და უწყებასთან შეთანხმებას მოითხოვს. მანამდე კი ტაძრის ეზოში უკვე დაგებული ქვის ფილების აყრა მოუწევთ.