უნგრეთში დამტკიცებულმა კანონმა ვნებათაღელვა გამოიწვია.
„შეაჩერე სოროსი“ – ამ სათაურით მიღებული დოკუმენტი არალეგალური მიგრაციის ხელშემწყობი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული.
ქვეყნის კონსტიტუციაში შესული ცვლილება უცხოელებს უნგრეთში დასახლებას უკრძალავს. უფლებადამცველებმა საკანონმდებლო ცვლილებები უკვე შეაფასეს, როგორც „დრაკონული“.
მესამე სექტორი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.
უნგრეთის მთავრობას აკრიტიკებენ გაერო-შიც.
ლევან ახალაია არკვევდა, დგას თუ არა ევროპა მიგრაციული კრიზისის ახალი ტალღის წინაშე.