აჭარაში ზღვის წყლის კვლევები გრძელდება.
ბოლო ლაბორატორიული შემოწმება აჩვენებს, რომ ყველა სინჯი ნორმის ფარგლებშია. მონიტორინგი რეგულარულად ტარდება. პრევენციული ზომები განსაკუთრებით შარშან კახოვკის კაშხალზე მომხდარი აფეთქების შემდეგ გააქტიურდა. სწორედ ეს ფაქტორი გასულ წელს ტურისტების რაოდენობაზე აისახა. წელს შავი ზღვისპირეთში ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია. სპეციალისტები ზღვაში ბანაობას უსაფრთხოდ მიიჩნევენ.