შავი ზღვის წყლის ხარისხი სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგები. 12 წერტილში აღებული წყლი 13 მძიმე მეტალზე შემოწმდა. შავი ზღვიდან აღებული სინჯების კვლევა გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ტარდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი პარამეტრების ანალიზის მეთოდების დანერგვის სამუშაოები.