შავი ზღვის წყლის ხარისხი

რამდენად უსაფრთხოა შავი ზღვის კურორტებზე დასვენება – კახოვკის წყალსაცავში მომხდარი აფეთქების გამო სანაპირო ზონაში აქტიური მონიტორინგი და კვლევითი სამუშაოები გრძელდება.

ტოქსიკური და ბაქტერიოლოგიური ნივთიერებებით დაბინძურების საფრთხის გამოსარიცხად წყლის ხარისხი 10 დღეში ერთხელ 12 სადგურში კონტროლდება. ბოლო კვლევების მიხედვით, რომელიც 26-30 ივლისის პერიოდს მოიცავს, მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ზღვის წყლის ხარისხი 59 პარამეტრით სპეციალურ ლაბორატორიაში მოწმდება. სინჯების აღება მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.

კესო ქაფიანიძე არკვევდა, რამდენად აისახა კახოვკის ეკოლოგიური კატასტროფის შედეგები წლევანდელ ტურისტულ სეზონზე.