შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განიხილეს თბილისში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და გულისხმობს 1200 კილომეტრამდე სიგრძის კაბელით რუმინეთთან დაკავშირებას, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა.