შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თევზის მარაგის რაოდენობას სპეციალური სამეცნიერო გემი შეისწავლის.
კვლევა ხელს შეუწყობს არა მარტო თევზის არსებული რესურსის დადგენას, არამედ პროგნოზების შემუშავებასა და მეთევზეობის განვითარებას. უცხოური სამეცნიერო გემი ბათუმის ნავმისაგომთან დღეს შემოვიდა და 8 დღის განმავლობაში სარფიდან ანაკლიამდე შავი ზღვის მდგომარეობას, კერძოდ თევზების სახეობებსა და რაოდენობას შეისწავლის.