ბათუმი შავი ზღვის ჯაზფესტივალის მასპინძლობისთვის მეთხუთმეტედ ემზადება.
ზღვისპირა ქალაქში ჯაზის მოყვარულებს 12 აგვისტოდან ელოდებიან. ორგანიზატორები მსმენელს წელსაც გრანდიოზულ პროგრამას სთავაზობენ. მსმენელის წინაშე არაერთი ცნობილი ბენდი და ჯაზ-შემსრულებელი წარდგება, მათ შორის „ბორის ბენდ კომბინეიშენი“, ელ მაკეი და „ერს, ვინდ ენდ ფაიარ ექსპერიენსი“. ფესტივალს ცნობილი ჰოლანდიელი საქსოფონისტი, ქენდი დალფერი თავის ბენდთან ერთად დახურავს.
შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი ბათუმის ჩოგბურთის კლუბში 12, 13 და 14 აგვისტოს გაიმართება.