თბილისის საქალაქო სასამართლოში 2008 წლის 16 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული მაღალჩინოსნებისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე იკითხებიან ბათუმში მდებარე ოქროს ბირჟის თანამშრომლები. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, შავაძეს 5-10 წუთის განმავლობაში 10-12 სპეცრაზმელი ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა და უგონო მდგომარეობაში ავტომანქანაში ჩასვეს. დღესვე ოქროს ბირჟის თანამშრომლების გარდა, რომლებიც შავაძეზე თავდასხმის დეტალებზე იკითხებიან, სასამართლოს ჩვენებას მისცემენ შავაძის კოლეგები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები.