პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადაა გიორგი რურუა შეიწყალოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პარტიები ხელს მოაწერენ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში.
პრეზიდენტის თქმით, ამ პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ის გიორგი რურუას შეწყალებას ხელს ერთი კვირის ვადაში მოაწერს.