19 აპრილს მიღწეული კომპრომისული შეთანხმება საერთაშორისო დონეზე აქტუალობას არ კარგავს.
ბრიუსელიდან ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დღეს კიდევ ერთხელ მიმართეს. ერთობლივი განცხადებით ევროპარლამენტარები დოკუმენტზე ხელის არ მომწერ სამ პოლიტიკურ პარტიას და პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებს მოუწოდებენ, პოლიტიკური კრიზისის სრულად დასაძლევად შეთანხმებას შეუერთდნენ. პოლიტიკურად დაბალანსებული და მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული დოკუმენტი – ასე აფასებენ ევროპელი პოლიტიკოსები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ ხუთ პუნქტიან ტექსტს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“ ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებს და ხელს არ აწერს. ანალოგიური გზავნილები აქვთ ფასილიტაციის პროცესში ჩართულ ელჩებსაც.