შარლ მიშელის მიერ წარდგენილი მეორე დოკუმენტი და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის კიდევ ერთი მცდელობა – ეყოლება თუ არა ამჯერად მაინც ევროკავშირის მორიგ შეთავაზებას ხელმომწერები. რომელი პოლიტიკური პარტიები არიან შეთანხმებისთვის მზად. მას შემდეგ, რაც ახალ დოკუმენტში პუნქტები კიდევ უფრო დაზუსტდა, ოპოზიციის ნაწილი მის ხელმოწერას გეგმავს, თუმცა მეორე ნაწილი ისევ უარზეა.
შედგება თუ არა საბოლოოდ შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რა ბედი ელის ახალ დოკუმენტს და მოწოდებები ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან – სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.