საქართველოს პირველი არხი ახალი სეზონიდან მაყურებელს ახალ მეგაპროექტ „შარკ თენქ საქართველოს“ სთავაზობს.
ბათუმის ტექნოპარკში, პოტენციურ აპლიკანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებს, მეგაპროექტის მნიშვნელობაზე და მიზნებზე ინფორმაცია პირველი არხის მენეჯმენტმა მიაწოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. პროექტში „შარკ თენქ საქართველო“ მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ბიზნეს-იდეა. აპლიკაციის შევსება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ზემოთ. „შარკ თენქ საქართველო“ „სონი ფიქჩერსის“ პოპულარული სატელევიზიო მეგაშოუა, რომლის საშუალებით მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
შარქ თენქ საქართველო