გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. სამართალდამცველების შეკითხვებს კიდევ რამდენიმე პირმა უპასუხა. ამასთან, გვიან ღამემდე იკითხებოდნენ გარდაცვლილის მეგობრები, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ერთ-ერთი ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომანქანა, შემთხვევის დღეს ავტობანზე დააფიქსირეს და პოლიციის განყოფილებაში დაბარების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.