შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ავრცელებს.
გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის შესახებ უწყებამ შუალედური ინფორმაცია სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე გრძელდება.
თეონა ხუბულავა დეტალებით.