„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული მალხაზ თავდგირიძე თანაპარტიელებს საგამოძიებო ორგანოში უჩივის.
მომჩივანი ამტკიცებს, რომ შანტაჟის მიზნით მისი პირადი მიმოწერა უკანონოდ მოიპოვეს და მესამე პირს გადასცეს. სწორედ შიდა დაპირისპირებას და მუქარას ასახელებს თავდგირიძე პარტიიდან წასვლის და საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიზეზად.
ყოფილი თანაპარტიელის ბრალდებების მიღმა ხელისუფლების ზეწოლის კვალს ხედავენ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერები. ამ თემაზე დღეს პარტიას სპეციალური განცხადების გავრცელებაც მოუხდა.