შანხაის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გრძელდება. კინობაზრობა კი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში იმართება, დასრულდა. ეროვნული კინოცენტრი წელს პირველად წარდგა. ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა, ქართული კინოს პოპულარიზაციისთვის, სხვადასხვა შეხვედრები გამართეს, გაეცნენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლებს.