საქართველოს ეროვნული კინოცენტრი შანხაის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგა. ღონისძიების ფარგლებში, 16-დან 18 ივნისის ჩათვლით, იმართება კინობაზრობა. დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლებს გაეცნობიან და დასახავენ გეგმებს ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად. ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პირველად წარდგა.