შალვა შავგულიძის განცხადება

მთაწმინდის ოლქში შუალედურ არჩევნებზე ოპოზიციის მხრიდან „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა შავგულიძის კანდიდატურა განიხილება.

შავგულიძე ამბობს, რომ მასთან ერთად ოპოზიციური პარტიები კიდევ რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ, საბოლოო გადაწყვეტილება კი შესაძლოა კვირის ბოლომდე გახდეს ცნობილი. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ოპოზიცია შეთანხმებულია, ერთმანეთს არ დაუპირისპირონ კანდიდატები და არ წაართვან ხმები. კონსულტაციებში პარტიები „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა,“ ასევე დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობა“ და ალეკო ელისაშვილი არიან ჩართულები.