ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარეს ეკლესიის თემით სპეკულირებაში ადანაშაულებს.
შალვა პაპუაშვილის ბრალდებების ადრესატი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ის შეფასებები, რაც მის წერილში ოპოზიციის მისამართით წერია, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზნებისთვის დაიწერა და მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. მმართველი გუნდი კი ფიქრობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის წერილში სწორი აქცენტებია.