საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საკანონდებლო ორგანოს დელეგაცია პორტუგალიაში შეხვედრებს მართავს. კანონმდებლები პორტუგალიაში ესპანეთიდან გადავიდნენ, სადაც ქართულმა დელეგაციამ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მიიღო. ამ წუთებში შალვა პაპუაშვილი პორტუგალიელ კოლეგას ხვდება. დაგეგმილია სამუშაო ლანჩი და შეხვედრები შესაბამის საპარლამენტო ჯგუფებთან.