საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იაპონიაში იმყოფება. ქართველი დეპუტატების ვიზიტი დღეს დაიწყო, დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, დღის განმავლობაში შეხვედრები გაიმართება იაპონიის წარმომადგენელთა პალატაში.
თეონა მანაგაძე აშუქებს ვიზიტს.