საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში გრძელდება. შალვა პაპუაშვილმა დისკუსია უკვე გამართა თემთა პალატის თავმჯდომარესთან. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე მეგობრობასა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. განიხილეს თანამშრომლობა საპარლამენტო და ეკონომიკური მიმართულებებით. აღინიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკისა და მისგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სექტორში აქტიური თანამშრომლობა.