შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მიმოიხილეს თანამშრომლობა ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სექტორებში. აღინიშნა „შუა დერეფნის“ მზარდი მნიშვნელობა და პოტენციალი. განიხილეს ყაზახეთსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენები და რეფორმები. აღნიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და დიდ პატივს სცემენ ქართველ ხალხს, ისტორიასა და კულტურას, რაზეც მეტყველებს ყაზახი ტურისტების მზარდი რიცხვი საქართველოში.