შალვა პაპუაშვილის შეხვედრა უნგრელ კოლეგასთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იყო. შეფასდა მაღალი დონის ვიზიტები, ასევე საქართველოს ეკონომიკური წინსვლა და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერის განცხადებით,
ბოლო ათი წლის განმვალობაში საქართველომ ეკონომიკურად დიდ წარმატებას მიაღწია. ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.