შალვა პაპუაშვილი ბულგარელ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, კანდიდატის სტატუსსა და ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. დისკუსიას ესწრებოდნენ ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც. ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი დღეს დაიწყო.