„მოვუწოდებ პრეზიდენტს, შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე თავდასხმა, მასზე გავლენის მოხდენის მცდელობა და ბანკის იძულება, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღოს“. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, როცა ეროვნულ ბანკზე თავდასხმა ხდება, პარლამენტი ვალდებულია რეაგირება ჰქონდეს. ეროვნული ბანკის თემაზე შეფასებები კვლავ კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.