საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრა. მან ოპოზიციის მხრიდან არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის მცდელობას წინასწარ დაგეგმილი სცენარი უწოდა, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები ფსევდომტკიცებულებებით საინფორმაციო შეტევას ახორციელებენ ქართულ დემოკრატიაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ სიების ჩახსნასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება.