შალვა პაპუაშვილის გამოხმაურება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2021 წლის პირველ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. „ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი პირის ორგანიზებით შემოიპარა. რა იყო მისი შემოპარვის მიზანი, გასაგებია: არჩევნების დღეს გამოჩენით, არეულობის გამოწვევა და წაგებული არჩევნების აყირავება. მას შემდეგ, რაც ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა ჩაშალეს ქვეყანაში არეულობის შექმნის გეგმა, რომლის ნაწილიც სააკაშვილის შემოპარება იყო, დაიწყო ყოველგვარ მორალურ და სამართლიან ზღვარს გადასული ზეწოლა ხელისუფლებაზე სააკაშვილის სასჯელისგან დახსნის მიზნით. ეს ცრუ კამპანია, რომელშიც ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები, სახალხო დამცველი, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართული, თითქმის ორი წელი გაგრძელდა. ამ პერიოდში დღე არ იყო, რომ არ ყოფილიყო საქართველოზე გარედან თავდასხმა, ზუსტად იგივე სახეებით, რომლებიც, ახლაც, დღეს არ ტოვებენ, რომ ქართველ ხალხს თავს არ დაესხან და ამ ხალხის სახელმწიფოს ტალახი არ ესროლონ. ყველაფერს წერტილი მხოლოდ სტრასბურგის სასამართლომ დაუსვა, რომელმაც ქართული ოპოზიციაც და უცხოელი მტერ-მოყვარეები სიყალბეში ამხილა და თვეების განმავლობაში ნაშენები ცრუ ნარატივი ჩამოუშალა. და ვითომც არაფერი. სააკაშვილიც უცებ განიკურნა დემენციისგან და უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმაც სასაუბრო თემა შეცვალეს. დაგვაზიანეს, მთელ ქვეყანას რეპუტაცია შეგვილახეს და უბრალოდ გაიარეს. როგორც ჩანს, ასეთი მეგობრობაც არსებობს. ამიტომ, 26 ოქტომბერს მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ!“, – წერს შალვა პაპუაშვილი.