ჰელსინკის კომისიამ უნდა გამოიძიოს, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს 2020 წელს პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით გახშირებული განცხადებები კითხვებს ბადებს.
პარლამენტის სპიკერმა ეს განცხადება ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხზე 12 სექტემბერს დაგეგმილი მოსმენის შესახებ გააკეთა. ჰელსინკის კომისია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის მოხსენებას მოისმენს.