ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაუქმებაზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ რიტორიკას ეხება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმაურება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის ინიციირების განზრახვის არადემოკრატიულ ნაბიჯად შეფასება, ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, ისე დემოკრატიის პრინციპებს. ხოლო, განცხადება, თითქოს განზრახულია „ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა“, უბრალოდ დეზინფორმაციაა.