ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინების საკითხს გამოეხმაურა თავად პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ ინიციატივას ამ დრომდე არ გამოხმაურებია, აჩვენებს მის სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზურაბიშვილი სრულად მოქმედებს გარედან კარნახით.