საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, მეთიუ მილერს პასუხობს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულა“, რომლებიც 12 წელია აღარ არიან „მთავრობის სახელით მოქმედი პირები“. მისივე განცხადებით, „ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს“. ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა მეთიუ მილერის განცხადებას, სადაც პრესსპიკერმა ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს, FARA-სა და ქართულ კანონპროექტს შორის შინაარსობრივ განსხვავებაზე ისაუბრა.