შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას რეგლამენტის გაცნობისკენ მოუწოდებს. მისის თქმით, რიგგარეშე სხდომის მოთხოვნის უკან გაწვევა არასწორად მოხდა. პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მაშინ, როცა ოპოზიციის 46 დეპუტატმა პრეზიდენტს ამ მოთხოვნით მიმართა, მისი გაუქმებაც იგივე შემადგენლობით უნდა მომხდარიყო და არა მხოლოდ ორი კანონმდებლის მიმართვით. შექმნილ ვითარებაში პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებული ხდება სხდომა 48 საათში ჩანიშნოს. მისივე განმარტებით, პროცესი უმრავლესობის მხრიდან გაკეთებულმა მიმართვამ გამოასწორა.