საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავს იმისა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველა ვინც ცდილობს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილებები შეცვალოს, ერევა მართლმსაჯულებაში, რაც მისივე თქმით, ეწინააღმდეგება ყველაფერს რაც ევროპულია.