ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება.
პარლამენტის თავმჯდომარემ სამკვირიანი სამუშაო პროცესი შეაჯამა და ოპოზიციის ნაწილის დესტრუქციულ ქმედებებზე მიუთითა.
ვის ინტერესებშია და ვინ ეწინააღმდეგება 12 პუნქტის შესრულებას – შალვა პაპუაშვილმა დღეს მედიას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. მისივე განცხადებით, „ტექნიკური მთავრობის“ ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი „ტექნიკური პარლამენტის“ პროექტზე გადაერთო, რაც არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობაა.