საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობასა და ოპოზიციის ქმედებებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა, სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა.
პაპუაშვილის თქმით, ოპონენტების მხრიდან ყალბი ინფორმაცია გავრცელდა, რაც უკავშირდებოდა: არჩევნების შედეგების გამოცხადებას, გაბათილებულ ბიულეტენებს, შესწორებულ ოქმებსა და დისბალანსს ოქმებში.