შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე სთხოვს კლერ ბაზი მალორის შეიმუშაოს დაჩქარებული მოსაზრება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც იურიდიულმა კომიტეტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით განიხილა. მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოსთვის ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაჩქარებული მოსაზრების საჭიროება ასევე გამომდინარეობს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგიდან, რომელიც ივნისში დასრულდება“ – წერს პაპუაშვილი წერილში.