საქართველოს ოკუპაცია, რუსეთის აგრესია და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა – ეს ის თემებია, რაზეც ქართული დელეგაცია მსჯელობს აფრიკის, აზიისა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან შეხვედრებზე. ორმხრივი დისკუსიები ანგოლის დედაქალაქში დღეს დილიდან მიმდინარეობს.
ლუანდა მსოფლიო საპარლამენტო კავშირის 147-ე ასამბლეას მასპინძლობს. ქართული მხარე ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, გაერო-ში აფრიკის კონტინენტის ქვეყნებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციებს მხარი დაუჭირონ.
თეონა მანაგაძე დეტალებით.