ანგოლაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დილიდან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დისკუსია დაგეგმილია აფრიკის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან. განიხილება საქართველოს ოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა. ქართული მხარე ძირითადად იმ ქვეყნების სპიკერებს ხვდება, სადაც საქართველოს ჯერ დიპლომატიური წარმომადგენლობა არ ჰყავს, თუმცა გაერო-ში საქართველოს თაობაზე მომზადებული რეზოლუციების კენჭისყრისას მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
დელეგაციას შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, რომელსაც ამ მიმართულებით ევროპელ კოლეგებთანაც ჰქონდა საუბარი. ლუანდა წელს მსოფლიო საპარლამენტო კავშირის 147-ე ასამბლეას მასპინძლობს, სადაც 130 ქვეყნის პარლამენტის დელეგაცია იმყოფება.
თეონა მანაგაძე დეტალებით.