შალვა პაპუაშვილი მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ასამბლეაზე

საქართველოში რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებს კიდევ ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე განიხილავენ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

სესია, რომელშიც 130 ქვეყანა მონაწილეობს, ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში ტარდება. გამოსვლაში ძირითადი აქცენტი არ აღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უმძიმეს სიტუაციაზე გაკეთდა. ქართული დელეგაცია წლევანდელ სესიას ქართველი დევნილების შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობის გასაზრდელადაც გამოიყენებს. საუბარია იმ ქვეყნებზე, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები არ ჰყავს. იგულისხმება ლათინური ამერიკის, აფრიკის და აზიის ქვეყნები. შეხვედრებზე საუბრის თემაა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა.