საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა მწუხარება გამოხატა ტერორისტების აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიების გამო და ელჩს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ისრაელის მიმართ სოლიდარობა. დიპლომატმა პარლამენტის თავმჯდომარეს ისრაელის სახელმწიფოს და ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ღაზის სექტორიდან ისრაელზე თავდასხმის შედეგები და საპასუხო ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.